ქართველი ქალების შოკისმომგვრელი სექს ისტორიები


სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსზე სასამართლო მედიცინას გავდიოდით. ერთი ლექცია ქალწულობის თემას: საქალწულე აპკის ფორმებს, დეფლორაციას, პირველი ღამის გავლენას, გაუპატიურებასა და ქალწულობის დადგენის თემას ეხებოდა. ლექტორმა იმ დღეს ერთი ფრიად “საინტერესო” ამბავი გვიამბო, რომელიც თავად მას არა იმდენად საქალწულე აპკის ხანდაზმულობის დადგენის რუტინული პროცედურით დაამახსოვრდა, არამედ გათამაშებული სცენის მასშტაბურობითა და გროტესკით. ეს სცენა მეც ასე მახსოვს. იგი ჰოლივუდის ისტორიულ-ბუტაფორული ფილმების პავილიონში გადაღებულს უფრო ჰგავდა, ვიდრე – “სამეგრელოს ესკიზებს”.
სამეგრელოს ერთ-ერთ პატარა სოფელში, 500 – 800 თუ 1000 კაციანი ქორწილს იხდიდნენ. პატარძალი 18 წლის იყო. იმ სოფლიდან. სიძე – 22. ამ სოფლიდან. მთელი სოფელი ახლო და შორს მდებარე სოფლებიდან, რაიონული ცენტრებიდან თუ ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანებით გატენილი სატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგა. ავტობუსები, სამარშრუტო და უბრალო ტაქსები, მსუბუქი ავტომანქანები და სატვირთო მანქანები. სოფელი ამდენი სტუმრის მისაღებად აშკარად მზად არ იყო. მგონი, არც ამდენი ადამიანი ცხოვრობდა იქ და ამიტომ ზოგს ღამის გათევამ ავტომობილისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალონშიც კი მოუწია.
ქეიფის მეორე დღეს ანუ უფრო კონკრეტულად – კვირა დილის 6 საათზე უეცრად, მამლის ყივილის მაგივრად, ჯერ ერთი ქალის და მერე ქალების უკიდურესფალცეტიანი კივილი გაისმა. იგი არ იყო უცაბედად ღვინოში ჩამხრჩვალ – მოტივტივე უცხო თუ ახლობელი სტუმრის აღმოჩენით გამოწვეული ხმოვანი სასოწარკვეთა. “უბრალოდ” სიძემ ცოლის დედამთილს ანუ საკუთარ დედას გულახდილად და პათეტიკურად გაუმხილა: აუ, დავიღუპე, ფატი ქალიშვილი არააო. ქალს მტკიცებულების მოძიებამდე ჯერ არ შეუკივლია (ეტყობა, იფიქრა, პატარაა ჯერ ჩემი ბიჭი, შეიძლება მთლად კარგად ვერ გაერკვაო), ამიტომაც კარი შეგლიჯა და შევარდა ოთახში, სადაც კუთხეში შეშინებული, თმაგაწეწილი, ნახევრდშიშველი და ნამტირალევ – ტუშჩამოდღაბნილი ფატი კუთხეში მიყუჟულიყო და კანკალებდა.
“ექსპერტმა” დასტაცა ზეწარს ხელი, დაკვირვებით დააკვირდა და მხოლოდ ამის შემდეგ მორთო ზემოხსენებული კივილი. რასაც 5-10 წუთის ინტერვალით ბანად სხვა ქალების კივილიც დაერთო. დედამთილი ფატის მივარდა და სწორედ იმ თმებში სწვდა, წინა დღეს გაუთავებლად რომ ხელს უსვამდა და უკოცნიდა “დედა გენაცვალოს” ძახილით. კიოდა ყველა. ფატი, სახლი – ქალი, მისი გულშემატკივრები, ამ გულშემატკივართა გულშემატკივრები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გამზავებლები ფატის იატაკზე თმების თრევის, მისი გამელოტების “აქციასა” და მოხრჩობის პროცესში დროზე ჩაერივნენ. ფატი ცოცხალი გადარჩა. მაგრამ აყალ-მაყალი და ხმოვანი სპეცეფექტები ამით არ დასრულებულა. კიოდა, ბღაოდა და ყვიროდა სიძე. კედელს თავს ურახუნებდა. ამ ქოროს მალევე შეემატნენ ქორწილის დანარჩენი პირველ და მეორეხარისოხვანი როლის შემსრულებელნი.
Добавить комментарий

Оставить комментарий

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив